ფეხბურთი

11:35 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჟოაო ფელიში აღარ ხუმრობს...

ლისაბონის „ბენფიკას“ ნიჭიერი შემტევი ჟოაო ფელიში საფეხბურთო სამყაროს გაოცებას განაგრძობს. 19 წლის ფეხბურთელი დიდ საფეხბურთო სცენაზე მიმდინარე სეზონში გამოჩნდა და უკვე მოასწრო ევროპული ბობოლების სამიზნეში მოხვედრა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბოლო ტურში „ბენფიკამ“ „მარიტიმუ“ 6:0 გააცამტვერა და რა გასაკვირია, რომ ფელიშმა მორიგი დიდებული თამაში ჩაატარა. 19 წლის პორტუგალიელმა დუბლი მიითვალა, რასაც საგოლე პასიც დაურთო.

ფელიშს ბოლო 4 თამაშში 10 გოლში აქვს უშუალო მონაწილეობა მიღებული, რაც რაღა თქმა უნდა, არნახული შედეგია - 6 გოლი, 4 საგოლე პასი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროპა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჰეთ-თრიქი შეუსრულებია („აინტრახტთან“). საერთოდ კი, მიმდინარე სეზონში ამომავალმა ვარსკვლავმა პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა. ამას თუ ევროპა ლიგაზე სამ და პორტუგალიის თასზე გატანილ ორ გოლსაც დავუმატებთ, დიდებული შედეგთან გვექნება საქმე.

ფელიშს რა თქმა უნდა, გრანდებმა უკვე დაადგეს თვალი, „მანჩესტერ სიტი“ ფავორიტად ითვლება და ყველაზე მეტად აქტიურობს, მაგრამ A Bola-ს ცნობით, თავად ჟოაოს კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად „იუვენტუსში“ ბურთის გაგორება სწადია.

0.112932