ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო სამ შეხვედრას წყალტუბოში გამართავს. ამის შესახებ იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.
საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე შემდეგ შეხვედრებს ჩაატარებს:
„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ (4 მაისი)
„ტორპედო“ – „საბურთალო“ (14 მაისი)
„ტორპედო“ – „დილა“ (28 მაისი)
შეგახსენებთ, ქუთაისის, „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც „ტორპედოს“ დროებით სხვადასხვა ქალაქში უწევს მასპინძლის როლის შეთავსება. უკანასკნელი სამი საშინაო თამაში კახა ჩხეტიანის გუნდმა სამტრედიაში, „ეროსი მანჯგალაძეზე“ ჩაატარა.