საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა კი განვლილი 9 ტური შეაჯამა და პირველი წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.
საუკეთესო 11-ეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი გათამაშების ლიდერ „საბურთალოს“ ჰყავს - სამი ფეხბურთელი.
პირველი წრის სიმბოლური კი ასეთია:
მეკარე: მიხეილ ალავიძე („დინამო ბათუმი“)
მცველები: გრიგოლ ჩაბრაძე („საბურთალო“), აბდელ მეჯუბი („დინამო თბილისი“), ოლექსანდრ აზაცკი („ტორპედო“), ლაშა ჩიკვაიძე („ჩიხურა“)
ნახევარმცველები: ლაშა შინდაგორიძე („საბურთალო“), გიული მანჯგალაძე („დინამო ბათუმი“), მიშიკო სარდალიშვილი („ჩიხურა“), ლევან შენგელია („დინამო თბილისი“)
თავდამსხმელები: ოგნიენ როლოვიჩი („საბურთალო“), ჯაბა უგულავა („სიონი“)