"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანმა ნბა-ს პლეი ოფიში ჩაგდებული ქულების რაოდენობით "ჰიუსტონის" ლეგენდარულ ფორვარდს ჰაკიმ ოლაჯუანს გადაასწრო. კევინს პლეი ოფში 3771 ქულა დაუგროვდა, ხოლო ოლაჯუანს 3755 ქულა აქვს. პლეი ოფში ჩაგდებული ქულების რაოდენობით დურანტულა მე-13 ადგილზეა.
დურანტის მორიგ სამიზნეს ჯონ ჰავლიჩეკის 3776 ქულა, რომელსაც დიდი ალბათობით მომდევნო შეხვედრაშივე გადაასწრებს.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის საუკეთესო მექულეები:
1. ლებრონ ჯეიმსი - 6,911
2. მაიკლ ჯორდანი - 5,987
3. ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 5,762
4. კობი ბრაიანტი - 5,640
5. შაკილ ონილი - 5,250
6. ტიმ დანკანი - 5,172
7. კარლ მელოუნი - 4,761
8. ჯერი უესტი - 4,457
9. ტონი პარკერი - 4,045
10. დუეინ უეიდი - 3,954