ტარტუში დასრულდა BBBL-ის საერთაშორისო ტურნირი, რომლის U 13 ფინალში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა 62:57 მოუგო რუსულ ადმირალს.
ლოგიკური, დამსახურებული შედეგი. ზაზამ კარგად ჩაატარა პირველი ტაიმი და დიდ შესვენებაზე 18 ქულას იგებდა.
ადმირალმა მოუმატა და შეამცირა სხვაობა, მაგრამ უკეთესი გუნდი მაინც უკეთესი იყო.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა ნიკოლოზ აბულაძე, რომელმაც ფინალში 33 ქულა აკრიფა.
კომპლიმენტები ტურნირის კიდევ ორ ქართველ მონაწილეს, იბერს და ჰიუნდაის.
ზაზა არის: ნიკოლოზ აბულაძე, ტარიელ თაბუაშვილი, ანდრია ფილაური, მათე ხატიაშვილი, ამირან აროშიძე, ალექსანდრე შალოშვილი, ლუკა მუჯირიშვილი, ანდრია რაზმაძე, ანდრია სალაყაია, ლუკა სულაბერიძე, გურამ ცხადაძე, ლუკა კვირკველია, ლუკა მეცხვარიაშვილი, ლუკა კოტლიარევსკი!
ჩემპიონი ზაზაა. გუნდი, რომლის მწვრთნელები უილ სმიტი და დავით მუმლაძე არიან.
ზაზა საუკეთესოა!