საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე სენსაციურად დასრულდა - „დინამო თბილისი“ „ვიტ ჯორჯიასთან“ დამარცხდა და ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც „ვეტერინარელმა“ სეხნიაშვილმა 53-ე წუთზე თავური დარტყმით გაიტანა. შედეგად, „ვიტ ჯორჯიამ“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა, ხოლო „დინამომ“ წარმატებული სერია დაასრულა.
დღის კიდევ ერთ დაპირისპირებაში კი იმერული დერბი შედგა, სადაც „ჩიხურა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უგოლოდ დაუზავდა.
პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილს „საბურთალო“ 21 ქულით ლიდერობს, ბათუმის „დინამო“ მასთან ყველაზე ახლოსაა (19 ქულა), ხოლო „ტორპედოსა“ და „დინამო თბილისის“ მონაგარი შესაბამისად 17 და 16 ქულაა.
„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო თბილისი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 სეხნიაშვილი (53)
„ჩიხურა“ – „ტორპედო“ 0:0 (0:0)