„დინამო თბილისი“ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის გამარჯვებულია. დღეს, ფინალურ შეხვედრაში „დინამო“ იტალიურ „ემპოლის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 23-ე წუთზე იობაშვილმა გაიტანა. თბილისელი ფეხბურთელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის გაზრდაც არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ მეორე გოლი არ გასულა.
ამრიგად, „დინამომ“ ტრადიცია დაარღვია და ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირზე ჩემპიონობა პირველად მოახერხა.