ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 886 077 დოლარი) ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიკაციის პირველ წრეში გორგოძემ აშშ-ს სახელით მოთამაშე ვარვარა ლეპჩენკო 6:2, 7:6 (7:4) დაამარცხა, დღეს კი, მე-2 განთესვის მქონ ესპანელ სარა სორიბეს ტორმოსთან 2:6, 2:6 წააგო.
შტუტგარტის ტურნირზევე წყვილთა თანრიგში სცდის ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. ის და რუსი ანა ბლინკოვა მერვედფინალში იაპონელ შუკო აოიამასა და ბელარუს ლიძია მაროზავას დაუპირისპირდებიან.