ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში “ჰომენტმენს” 90:64 სძლია და სერიაში 2:1 დაწინაურდა.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
ცქიტიშვილმა 4-დან 1 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და პერსონალური ფოლი არ მიუღია.