გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ს აღმოსავლეთ ზონის 30-ე ტურში სენსაცია მოახდინა და ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ “მონტეგრანაროს” სტუმრად 104:102 სძლია.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გიგამ სამივე ორქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
კალიარელებმა 11 მოგება და 19 მარცხი მოაგროვეს და რეგულარული პირველობა მე-13 ადგილზე დაასრულეს.