კალათბურთი

15:05 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისელთა საოცარი გამარჯვება "ორბთან" და ნანატრი ნახევარფინალის საგზური

ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოვიდა საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერია “ორბსა” და “ქუთაისს” შორის. ყველა დანარჩენი მეოთხედფინალური სერია მშრალი ანგარიშით – 3:0 დასრულდა. ხსენებულ წყვილში კი საქმე მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა, რომელსაც 20 აპრილს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.

სანამ ამ მატჩში მომხდარ საოცარ ამბებს გამცნობთ, აღვნიშნავთ, რომ სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისში ქუთაისელებმა მოიგეს და საერთო ანგარიშით 2:0 დაწინაურდნენ. “ორბი” განწირული ჩანდა. გარდა იმისა, რომ მომდევნო მატჩს (ან მატჩებს) სტუმრად თამაშობდა, რამდენიმე ლიდერი დაუშავდა და ქუთაისში 7 მოთამაშით ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით აგებდა, “ორბმა” პირველი შეხვედრაც მოიგო და მეორეშიც აჯობა მასპინძელ “ქუთაისს”. საქმე მე-5 მატჩამდე მივიდა, რომელიც თბილისში შედგა.

შეხვედრა მასპინძლების შტურმით დაიწყო, რომლებიც 23:4 დაწინაურდნენ, მესამე პერიოდში კი 17 ქულით იგებდნენ. “ქუთაისი” არ გატყდა და ბოლო პერიოდში, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დაწინაურდა. შემდეგ 10-ქულიანი უპირატსობაც მოიპოვა და შეხვედრასთან ერთად სერიის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა -97:93. იიქუთაიელებს 24-24 ქულით სანდრო მამაგეიშვილმა და ნიკოლოზ სოსელიამ ულიდერეს. ამ უკანასკნელმა 11 მოხსნაც მიითვალა. “ორბში” 42 ქულით გამოირჩა ნიკა ნიკოლაიშვილი. 14 ქულა და 9 მოსნა სანდრო ზანდუკელის ანგარიშზეა.

ნახევარფინალში “ქუთაისი” გავიდა, რომელიც “აკადემიას” შეხვდება. მეორე წყვილში “ზაზა 2” და “დინამო” ვდებიან.

შედეგები და სტატისტიკა: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$f&team=4657129:$t&0=1

0.156935