ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირას უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაგეგმილ საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს, რომლის საპრიზო ფონდიც 586 140 ევროა.
ბასილაშვილი მე-4 ნომრად გახლავთ განთესილი და პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი გერმანელ პეტერ გოიოვჩიკსა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულს შორის უმჯობესთან ითამაშებს.
წყვილთა შეჯიბრში ნიკოლოზი და მოლდოველი რადუ ალბოტი გერმანელებს – კევინ კრავეცსა და ანდრეას მიესს გაეჯიბრებიან.