ფეხბურთი

16:39 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანე "სიტიში" უკმაყოფილოა - "ბაიერნი" და "იუვენტუსი" აქტიურობენ

ლეროი სანემ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ დატოვოს. გერმანელმა ფეხბურთელმა ბოლო დროს „ქალაქელთა“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ინგლისურ გუნდში დარჩენა აღარ უნდა.

სანესთვის ეს სეზონი წარმატებით დაიწყო და დღემდე ჩატარებულ 42 მატჩში, 15 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა (ყველა ტურნირის ჩათვლით). თუმცა, ამ შედეგის უმეტესი ნაწილი 23 წლის ფეხბურთელმა სეზონის პირველ ნახევარში დააგროვა.

ბოლო 28 თამაშში კი, პეპ გვარდიოლამ ის მხოლოდ 4-ჯერ გაამწესა ძირითად შემადგენლობაში და ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰეთან“ 180 წუთიდან მხოლოდ 7 წუთი დაუთმო. ამიტომაც, რეალურია, რომ სანემ ზაფხულში გუნდი შეიცვალოს.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან მიუნხენის „ბაიერნი“ და ტურინის „იუვენტუსი“. სწორედ ხსენებული გუნდები განიხილებიან სანესთვის ბრძოლაში ფავორიტებად.

0.112452