ამსტერდამის „აიაქსის“ ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი ჰოლანდიურ გრანდში დარჩენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ აფრიკელმა ფეხბურთელთა ჰოლანდიურ მედიას განუცხადა.
„ამსტერდამში დარჩენა? ყველაფერი შესაძლებელია, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „ააიქსს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ კაგი წინადადება მექნება სხვა გუნდებიდან“, - თქვა ზიეჩმა.
შეგახსენებთ, რომ მაროკოელი შემტევით არაერთი გუნდია დაინტერესებული. მათ შორის ფავორიტებად კი მიუნხენის „ბაიერნი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ მიიჩნევიან.