სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:50 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლამაზი არ იქნებოდა მომდევნო ეტაპზე თამაშგარედან გატანილი გოლით რომ გავსულიყავით"

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში საოცარად დრამატული დაპირისპირების შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“ ამჯერად პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს.

აღნიშნული მატჩის წინ პეპ გვარდიოლამ ისაუბრა და მაურისიო პოჩეტინოს კბილიც გაკრა. საქმე ისაა, რომ არგენტინელი აქამდე ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა, რომ ფეხბურთისთვის ვიდეორეფერი საზიანო იყო. გვარდიოლამ კი აღნიშნა, რომ ახლა ალბათ, ასე აღარ იფიქრებსო.

„მე ყოველთვის VAR-ის მომხრე ვიყავი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემს სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილება თუ არა. სხვები წინააღმდეგნი იყვნენ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, მათთვისაც ხელსაყრელია. ეს რთული მომენტი იყო, ჩვენთვის ძალიან მტკივნეული, მაგრამ „ტოტენჰემი“ ტურნირს სტერლინგის თამაშგარედან გატანილი გოლით რომ დამშვიდობებოდა, ლამაზი არც ეს იქნებოდა. ამიტომაც, ამ სიახლის მომხრე ვარ, რადგან ასე უფრო სამართლიანია.

ეს იყო ლამაზი თამაში და ვამაყობ. ზოგჯერ გამოვეთიშებით, ზოგჯერ შემდეგ ეტაპზე გავალთ, თუნდაც დაუმსახურებლად. ეს ფეხურთია, უკან ყურება საჭირო არაა, უნდა წამოვდგეთ და სიარული გავაგრძელოთ“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „სიტი“ – „ტოტენჰემის“ დაპირისპირების ბედი VAR-მა გადაწყვიტა, რადგან მსაჯის კომპენსირებულ დროში რაჰიმ სტერლინგის გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა.

აქვე გეტყვით, რომ „ქალაქელთა“ და ლონდონელთა მორიგი დუელი დღეს, 15:30 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.106045