ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა პრემიერლიგის 35-ე ტურში „კარდიფ სიტისთან“ მატჩისწინ ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა თავდაპირველად კომენტარი სწორედ ხსენებულ მატჩზე გააკეთა, თუმცა, გვერდი ჩემპიონთა ლიგიდან „მანჩესტერ სიტის“ გამოვარდნასაც ვერ აუარა.
„ყველა თამაში მნიშვნელოვანია და მატჩი მის დაწყებამდე მოგებული არასდროსაა. „ბარსელონა“? ყველა ფიქრობს „ბარსელონაზე“, მაგრამ მანამდე „კარდიფთან“ და „ჰადერსფილდთან“ გველოდება თამაშები და ჩემთვის ეს ორი დაპირისპირება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დანარჩენები.
„სიტის“ გამოთიშვა? ყველას სჯეროდა, რომ გოლი გაიტანეს და იზეიმეს. VAR-ის გარშე გოლი ჩაითვლებოდა, მაგრამ თამაშგარე იყო. ამასთან დაკავშირებით ეჭვები არ არსებობს, მაგრამ მათი გაბრაზების მესმის და ძნელია ამის აღქმა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „კარდიფ სიტისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 21 აპრილს გაიმართება.