კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
არგენტინელმა მატის დე ლიხტის („აიაქსი“), რობერტო ფირმინოსა („ლივერპული“) და სონ მინ-ჰინის („ტოტენჰემი“) კონკურენციაში გაიმარჯვა.
მესიმ მეოთხედფინალის საპასუხო მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთა“ (3:0) დუბლი შეასრულა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინგლისურ „ლივერპულს“ დაუპირისპირდება.