სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

14:40 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილის გამარჯვებით დასრულდა...

თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის მოსწავლის, საერთაშორისო ოსტატ ნიკოლოზ პეტრიაშვილის პირველობით დასრულდა რიგით მეათე ტურნირი Tbilisi Sunday ელვისებურ ჭადრაკში!

გამარჯვებულმა 11-დან 10 ქულით პირველობა საერთაშორისო დიდოსტატ თორნიკე სანიკიძესთან ერთად გაინაწილა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით დაჯაბნა კონკურენტი.

გამარჯვებულებს 1.5 ქულით ჩამორჩა და მესამე საპრიზო ირაკლი ახვლედიანმა დაისაკუთრა.

ქალთა შორის საუკეთესო შედეგი ნინო ხომერიკმა აჩვენა, 1800-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში თორნიკე წერეთელმა, ხოლო 1500-მდე - ანა მამარდაშვილმა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 650 ლარს შეადგენდა.

ტექნიკური შედეგები

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.061829