კალათბურთი

11:50 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„გოლდენ სტეიტი“ სან ანტონიო“ და „ფილადელფია“ სერიაში დაწინაურდნენ

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სამი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „კლიპერსი“ 132:105 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. „მეომრებმა“ პირველი პერიოდი 41:24 მოიგეს და მას შემდეგ ლოს ანჯელესელები მდევრის როლში იყვნენ. მატჩში ყველაზე მეტი 38 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. დურანტმა პლეი ოფში ჩაგდებული ქულების რაოდენობი მეჯიქ ჯონსონს გადაასწრო, კევინს 3702 ქულა აქვს, ხოლო ჯონსონ 3701 ქულა. ამ მაჩვენებლით დურანტი ნბა-ს ისტორიაში მე-14 ადგილზეა. სერიის მომდევნო შეხვედრა ისევ ლოს ანჯელესში 21 აპრილს თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართბა.

„ფილადელფიამ“ გასვლაზე „ბრუკლინს“ 131:115 მოუგო. ფილადელფიელებმა მეორე პერიოდი ორი ქულით წააგეს, დანარჩენი სამი პერიოდი მოიგეს. ბენ სიმონსმა 31 ქულა ჩააგდო, ჰარისმა 29 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. დეანჯერლო რასელს 26 ქულა ჰქონდა.

„სან ანტონიომ“ შინ „დენვერი“ 118:108 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა. ტეხასელები მეორე პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მას შემდეგ დენვერელები მდევრის როლში გახლდნენ. დეროზანმა 25 ქულა ჩააგდო, ნიკოლა იოკიჩს 22 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა.

„ბრუკლინი“ – „ფილადელფია“ 115:131 (24:35, 35:33, 31:32, 25:34)

https://www.youtube.com/watch?v=mvam7eGwSzo

„სან ანტონიო“ – „დენვერი“ 118:108 (31:22, 30:36, 27:26, 30:24)

https://www.youtube.com/watch?v=u4PqsI_9ctI

„კლიპერსი“ – „გოლდენ სტეიტი“ 105:132 (24:41, 28:32, 24:36, 29:23)

https://www.youtube.com/watch?v=mIJWy77bigc

0.143344