ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის (საპრიზო ფონდი 5 585 030 ევრო) წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ითამაშებს.
დღეს, ბასილაშვილმა და მოლდოველმა რადუ ალბოტმა უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი და არგენტინელი გუიდო პელა 6:1, 6:7 (7:9), 10:6 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზურისთვის ჰოლანდიელებს (რობინ ჰაასე-ვესლი კოლჰოფი) გაეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ მონტე კარლოს ტურნირის ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილმა სწორედ ხსენებულ ფუჩოვიჩთან წააგო, ამდენად, ქართველმა მცირე რევანშის აღება მოახერხა.