ფეხბურთი

21:47 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - პირველი მოდული

17-18 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და GIPA-ს ერთობლივი პროექტის „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ პირველი მოდული გაიმართა.

ორი დღის განმავლობაში სასწავლო კურსის მონაწილეებმა მსოფლიო ფეხბურთის მოწყობის შესახებ მიიღეს ინფომარცია. აღნიშნულ თემაზე სემინარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და ლიცენზირების მენეჯრმა, ბაქარ ჟორდანიამ ჩაატარეს.

სემინარი თეორიულ სწავლებასთან ერთად ჯგუფურ სამუშაოებს მოიცავს. პროგრამის მსმენელებმა ჯგუფებთან ერთად კონკრეტულ საკითხებზე პრეზენტაციები მოამზადეს.

მონაწილეები ამჟამად სწავლებას დისტანციური მეთოდით განაგრძობენ. სასწავლო კურსის მომდვენო, მეორე მოდული, რომელიც მაისში ჩატარდება, სტრატეგიული, ოპერატიული მენეჯმენტისა და მარკეტინგის საკითხებს მოიცავს.

www.gff.ge

0.126718