ფეხბურთი

17:15 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "მე ჩემს ფეხბურთელებს ვიცავდი, მაგრამ ახლა ასე არ იქნება!"

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენს“ ბოლო ორ ტურში ერთი ქულაც გააჩემპიონებდა, მაგრამ პარიზელებმა ჯერ „ლილთან“ წააგეს (1:5), მერე კი „ნანტთან“ (2:3). ამიტომაც, ტომას ტუხელმა ტონს აუწია და ფეხბურთელები საჯაროდ გაკიცხა.

გერმანელის განცხადებით, ის ყოველთვის იცავდა თავის ფეხბურთელებს, მაგრამ ამჯერად ასე არ იქნება.

„ძალიან ცუდად ვითამაშეთ და არ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ. შეიძლებოდა ოთხით, ან 5:1 წაგვეგო. ეს იყო სრულიად განსხვავებული მარცხი იმისგან, რომელიც „ლილის“ წინააღმდეგ განვიცადეთ. არასდროს ვყოფილვართ სახიფათონი.

ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვიცავდი, მაგრამ ამჯერად ამის გაკეთება არ შემიძლია. თუმცა, შემადგენლობას მე ვირჩევ და არავისთვის არაფერი მაქვს ასახსნელი“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი და პსჟ-ს 1 ქულაც ჰყოფნის, რომ ჩემპიონობა მოიპოვოს.

0.114046