ქართველი ალექსანდრე მეტრეველისა და რუსი მარკოს კალოველონისის წყვილი ყაზახურ ჩიმკენტში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.
მეტრეველმა და კალოველონისმა მეოთხედფინალში გიორგი ცივაძე და ყაზახი საგადატ აიაპი 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხეს, ფინალის საგზურისთვის კი რუს თეიმურაზ გაბაშვილსა და ბელარუს ივან ლუტარევიჩს ეთამაშებიან.
ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ერთეულთა ტურნირი. მერვედფინალში მეტრეველი რუს არტიომ დუბრივნისთან 0:6, 4:6 დამარცხდა, ცივაძე კი ასევე რუს, მე-3 ნომრად განთესილ ალენ ავიძბას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 4:6.