„იუვენტუსის“ შემტევი, პაულო დიბალა, თავის გუნდს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება - გვამცნობს La Stampa. არგენტინელი კუნთის ტრავმის მიზეზით „ფიორენტინასთან“ და „ინტერთან“ მატჩებს გამოტოვებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დიბალა „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში (1:2) დაშავდა.
მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ მაისურით დიბალამ იტალიის ჩემპიონატში 27 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი კონტრაქტი ტურინულ კლუბთან 2022 წლამდეა გათვლილი. „იუვენტუსმა“ დიბალა 2015 წელს შეიძინა „პალერმოდან.“