ფეხბურთი

3:14 | 18.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ასე წაგება სისასტიკეა, გადამწყვეტი გოლი ალბათ ხელით გაგვიტანეს"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ტოტენჰემთან“ (4:3) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა მეტოქეს გამარჯვება მოულოცა, მაგრამ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი გოლი ფერნანდო ლორენტემ ხელით გაიტანა.

„დიახ, ეს მარცხი მკაცრია, სასტიკია, მაგრამ უნდა შევეგუოთ. მე VAR-ის მომხრე ვარ, მაგრამ ალბათ ფერნანდო ლორენტემ გოლი ხელით გაიტანა, თუმცა მსაჯის მხრიდან ეს არ გამოჩნდა. მეხუთე გოლი? მე ვნახე ეს გოლი ეკრანზე და თამაშგარე იყო. პირველ თამაშში ვერგატანილი პენალტი დაგვაკლდა, მაგრამ ჩემი ფეხბურთელებითა და ქომაგებით ვამაყობ. არასდროს მინახავს სტადიონზე ასეთი ხმაური მას შემდეგ, რაც მანჩესტერში ვარ. ფეხბურთი კი არაპროგნოზირებადია.

ეს იყო საყურებლად ყველასთვის სასიამოვნო მატჩი, 180 წუთის განმავლობაში ვიბრძოლეთ. 20 წუთის შემდეგ 3:2 ვიგებდით, მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ბევრი საგოლე მომენტი შექვმენით, ბევრი ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ. ბოლოს მოვახერხეთ გატანა, მაგრამ ყველაფერი ცუდად დასრულდა.

ვულოცავ „ტოტენჰემს“ და ნახევარფინალში წარმატებას ვუსურვებ. ახლა რეაგირება შაბათს უნდა მოვახდინოთ, ისევ „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ, მაგრამ ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ, მინდა დავიძინო და შემდეგ მოვემზადოთ ამ თამაშისთვის. ჩვენ ბევრს ვიბრძვით, 9-10 თვეა პრემიერლიგაში და ყველაფერი ჩვენს ხელთაა. რთულია, მაგრამ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მესამე სეზონია გასვლას ვერ ახერხებს. ამჯერად, „ქალაქელები“ „ტოტენჰემთან“ ორი მატჩის ჯამში (4:4) შინ მეტი გაშვებული გოლის გამო დამარცხდნენ.

0.11555