იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგია ორი მეოთხედფინალური მატჩი შეაფასა. ლეგენდარულმა სპეციალისტმა „იუვენტუსის“ ცუდ თამაშს გაუსვა ხაზი და ასევე გამოჰყო „სიტი“ – „ტოტენჰემის“ დაპირისპირება.
კაპელო მიიჩნევს, რომ ტურინელებს ჯორჯო კიელინი დააკლდათ და ფიქრობს, რომ ფინალში ამსტერდამის „აიაქსი“ გავა.
„ფეხბურთელები უკან იხევდნენ, შეტევაში წასვლა არც უფიქრიათ. როდესაც მოედანზე კიელინია, მაგალითია და სხვები ბაძავენ. გუშინ ასეთი არავინ იყო მინდორზე, რომ „აიაქსისთვის“ თამაშში ხელი შეეშალა. „იუვემ“ მეორე ტაიმის საწყისი 5 წუთი ითამაშა და შემდეგ მოკვდა.
მცველებმა მეტოქეს არაერთი ბურთი ჩააბარეს, გუშინ კიელინის გაბედულობა აკლდა გუნდს, ის ყოველთვის იბრძვის.
„სიტი“? „მანჩესტერ სიტიმ“ და „ტოტენჰემმა“ შთამბეჭდავ რიტმში ითამაშეს. იტალიაში მსგავსი რიტმი არასდროსაა, რადგან „იუვენტუსი“ თამაშებს არ თამაშობს, ვარჯიშობს და მორჩა. მინდა „სიტის“ კომპლიმენტები ვუთხრა, რადგან ერთი სანტიმეტრიც არ დაუთმია. ვფიქრობ, ფინალში „აიაქსი“ გავა, რადგან ამ გუნდის თამაშმა მადრიდსა და ტურინში ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“, - თქვა კაპელომ.