კალათბურთი

23:50 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ჩამორჩენა შეამცირა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ფინალის მე-3 მატჩში “ცრვენა ზვეზდას” 80:72 სძლია და სერიაში ჩამორჩენა შეამცირა – 1:2. შეხვედრაში გადამწყვეტი მე-3 მეოთხედი გამოდგა, რომელიც პოდგორიცელებმა 21:8 მოიგეს.

ქართველი კალათბურთელი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20:16 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-კერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლეგიონერი ნორის კოული იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, “ცრვენა ზვეზდას” კი ასევე ამერიკელმა კეი სი რივერსმა ულიდერა 19 ქულით.
ფინალის მე-4 მატჩი ისევ პოდგორიცაში 19 აპრილს ჩატარდება, ხოლო თუკი სერიაში ანგარიში გათანაბრდა, გადამწყვეტ თამაშს ბელგრადი 22 აპრილს უმასპინძლებს.

0.120184