სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

15:30 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი ლიდერთა ჯგუფშია

თურქულ ანტალიაში მიმდინარე ქალთა ევროპის რიგით მე-20 ჩემპიონატზე 6 ტური მიილია, საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ ბელა ხოტენაშვილს (2479) კი აქტივში 4.5 ქულა აქვს და მესამე-მეთოთხმეტე ადგილებს ინაწილებს, ხოლო დამატებითი მაჩვენებლებით, მეოთხეა.

გასულ ტურში ბელა შავი ფიგურებით უკრაინელ ინა გაპონენკოს (2428) დაუზავდა, მე-7 ტურში კი თეთრებით სომეხ ელინა დანიელიანს (2413) ეთამაშება.
ევროპირველობას 5.5 ქულით ერთპიროვნულად რუსი ალინა კაშლინსკაია (2477) ლიდერობს, მეორეზე ფრანგი მარი სებაგია (2461) 5.0 ქულით, ტურნირზე მოთამაშე დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეების მდგომარეობა კი ასეთია:
28. სოფიკო ხუხაშვილი (2342) – 4.0
37. ნანა ძაგნიძე (2513) – 3.5
38. ნინო ბაციაშვილი (2453) – 3.5
55. მერი არაბიძე (2399) – 3.5
57. სალომე მელია (2393) – 3.5
82. მირანდა მიქაძე (2266) – 2.5
94. ეკატერინე ფიფია (1936) – 2.5
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად იმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს, 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.113076