კალათბურთი

20:15 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფილადელფიამ“ რეკორდი დაამყარა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მატჩში „ფილადელფიამ“ „ბრუკლინი“ 145:123 დაამარცხა.

მესამე პერიოდში „ფილადელფიამ“ მეტოქეს 51 ქულა ჩაუგდო, რაც პლეი ოფში კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ფილადელფიელებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს, მომდევნო მატჩი ნიუ იორკში 19 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

0.23727