მილანის „ინტერი“ ფრანგული „ლილის“ შემტევ ნიკოლას პეპეს ეპატიჟება. ავტორიტეტული გამოცემა France Football-ი იტყობინება, რომ 23 წლის ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიური გრანდი 60 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
საინტერესოა, რომ „ლილის“ პრეზიდენტმა ჟერარ ლოპესმა უკვე დააანონსა პეპეს გუნდიდან წასვლა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. პეპეს „ლილთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
იმედისმომცემ ფრანგს „ინტერს“ გარდა პსჟ-ს, „ბარსელონას“, „არსენალს“, „დორტმუნდს“, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნსთან“ უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნიკოლას პეპემ 35 თამაშში 20 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი მიითვალა.