სევილიის „ბეტისმა“ ჯოვანი ლო სელსო ფრანგული „პარი სენ ჟერმენიდან“ გამოისყიდა. როგორც ესპანელთა ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელი სევილიურ გუნდში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურად არ გახმაურებულა, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, „ბეტისმა“ არგენტინელის სატრანსფერო უფლებები 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
ლო სელსო „ბეტისში“ ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იჯარით გადავიდა და კიკე სეტიენის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ნახევარმცველმა სევილიელთა ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 41 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.