ფეხბურთი

1:06 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "პარიზული მოგონებები დაგვეხმარება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ნორვეგიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ დასრულებული არაფერია და პარიზული მოგონება მის გუნდს დაეხმარება.

„პარიზული მოგონებები ფეხბურთელებს დაეხმარებათ, რომ დაამტკიცონ სიტუაციის შეცვლაში. რა თქმა უნდა, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონა“ ძალიან რთული პერსპექტივაა, მაგრამ ჩვენ ერთით ნაკლები გოლი გვაქვს გაშვებული, ვიდრე პსჟ-სთან მეორე თამაშამდე.

კონცენტრაცია და თვითრწმენა დაგვჭირდება, როდესაც გოლის გატანის შანსი მოგვეცემა. სახლში ჩვენი თამაშის ჩვენება ვერ შევძელით და ვიცით, რომ ახლა უკეთ უნდა ვითამაშოთ. ბურთი უნდა გვქონდეს და ჩვენი ფეხბურთი ვაჩვენოთ“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „მანჩესტერის“ შეხვედრა 16 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება.

0.11527