ფეხბურთი

22:16 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "ისეთივე თამაშია საჭირო, როგორიც "ატლეტიკოსთან" ჩავატარეთ"

ტურინის "იუვენტუსს" "აიაქსთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ჯორჯო კიელინი და მარიო მანჯუკიჩი ვერ დაეხმარებიან. ამის შესახებ მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, "აიაქსი" პატივსაცემი გუნდია და მის შეგირდებს ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ:

„კიელინი და მანჯუკიჩი ვერ ითამაშებენ. ემრე ჯანი ნამდვილად ბრუნდება. დიბალა თუ კინი? შესაძლოა ერთი იყო ამ ორიდან ძირითადში ან არცერთი. საჭიროა „აიაქსის“ პატივისცემა. ეს გუნდი სტუმრად ჯერ დაუმარცხებელია.

თუ კინი ან დიბალა ითამაშებს, მაშინ დე შილიო ან კანსელუ ერთ-ერთი სკამზე დარჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლიათ ერთად ითამაშონ. ვნახოთ, გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.

მინდა ისეთი გუნდი ვიხილო მოედანზე, როგორიც „ატლეტიკოსთან“ იყო. პირველი თამაშის ანგარიში არაფერს ნიშნავს, ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, ბოლომდე თამაში იქნება საჭირო. დაცვაში უფრო უკეთ უნდა ვითამაშოთ.

კრიშტიანუ ფიზიკურად უკეთესადაა, მასთან ერთად თამაში სხვანაირი ხდება. კაპიტანი ვინ იქნება? თუ დიბალა ითამაშებს, დიბალა, თუ არადა, ბონუჩი.

ვინც გამოვიძახე ყველა ფეხბურთელი კარგადაა. მანჯუკიჩს კოჭი „მილანთან“ მატჩის შემდეგ აწუხებდა. ვინ ითამაშებს მის ადგილზე? მაგრამ იდეა, მაგრამ შესაძლოა შევიცვალო. დუგლას კოშტა საუკეთესო კონდიციებში არაა, ამსტერდამის შმედეგ პრობლემა შეექმნა. იმედია ხვალ დილით მაინც მექნება გარანტია, რომ მინიმუმ ნახევარი საათი ითამაშოს. ის გადამწყვეტი ფეხბურთელია.

რა თქმა უნდა, უცნაური იქნებოდა „იუვე“ ჩემპიონთა ლიგიდან ისე გავარდნილიყო, რომ რონალდუს მხოლოდ ერთი გოლი ჰქონოდა გატანილი. თუმცა, „ატლეტიკოს“ სამი გაუტანა და ამსტერდამშიც გამოიჩინა თავი. საბედნიეროდ, ის ჩვენთანაა.

დე იონგი? კარგი ფეხბურთელია. ითამაშებს თუ არა, არაფერს ცვლის, მაგრამ მასთან ერთად მეტი ზეწოლა დაგვჭირდება. მის გარეშე იქნება თუ მასთან ერთად მოტოქე, მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. ფიზიკურად თამაში მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

ალექს სანდრო ითამაშებს. სპინაცოლა „ატლეტიკოსთან“ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა, ისევე როგორც რუგანიმ ამსტერდამში და მან დაისვენა, რომ ფიზიკური და მენტალური ძალა აღედგინა“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა 16 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.

0.1156