ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკა ბულაშვილის “კულერედო” “ინოვა ჩეფს” დაუხვდა და 70:73 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი 21 ქულა ჩააგდო.
ბულაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 12-დან 7 ორქულიანი, 10-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, აქტივში 2 პასი და 6 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – 3 დაკარგვა და 2 პერსონალური ფოლი.
“კულერედოს” 17 მოგება და 8 მარცხი მოუგროვდა და მესამე-მეოთხე ადგილებს სწორედ “ინოფა ჩეფთან” ერთად ინაწილებს, მომდევნო შეხვედრას კი 27 აპრილს, სტუმრად, “ნარონთან” გამართავს.