გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარიმ” იტალიის სერია A2-ს 29-ე ტურში სენსაცია მოახდინა. სარდინიელები ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერ “ბოლონიას” დაუხვდნენ და მოულოდნელად იოლად – 94:78 იმარჯვეს.
ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 20 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა (2 შეტევაში) მიითვალა.
ჯანელიძემ სამივე ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
“დინამო კალიარი” 10 მოგებითა და 19 მარცხით მე-13 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 20 აპრილს, სტუმრად, “მონტეგრანაროსთან” ჩაატარებს.