"ბაიერნის" გერმანელი მეკარე მანუელ ნოიერი ტრავმირებულია.
ბუნდესლიგის 29-ე ტურის მატჩში "ბაიერნმა" გასვლაზე "დიუსელდორფი" 4:1 გაანადგურა. მატჩის 53-ე წუთზე ნოიერმა ტრავმის გამო მოედანი დატოვა. თუ რამდენად სერიოზული დაზიანება მიიღო მანუელმა ჯერეჯრობით უცნობია.
ნოიერს, ტრამვის გამო, 2017/18 წლების სეზონი თითქმის მთლიანად გაუცდა. მიმდინარე სეზონში კი 37 შეხვედრა ჩაატარა.