დანის სუპერლიგის გასავარდნი ზონის მეორე ჯგუფში მორიგი მატჩი მოიგო საბა ლობჟანიძის „რანდერსმა“, რომელმაც სტუმრად „ჰობრო“ 2:1 დაამარცხა.
სტუმრებმა გამარჯვები გოლი 90-ე წუთზე გაიტანეს და ამაში ლობჟანიძის დიდი წვლილია. ქართველმა შემტევმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და ანდრე რომერს იდეალური პასი გაუკეთა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია.
შედეგად, საბამ აქტივში, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
„რანდერსს“ მეორე ჯგუფში 29 თამაშის შემდეგ 41 ქულა აქვს და პირველ პოზიციაზე დამაჯერებლად იმყოფება.