თურქულ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ქალთა ჩემპიონატზე 3 ტურის შემდეგ, 2.5 ქულით ერთბაშად 22 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის ბელა ხოტენაშვილიც იმყოფება.
მე-3 ტურში ქართველმა თეთრი ფიგურებით სერბ იოვანა რაპორტს სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზეა, დღეს კი, შავებით ევროპის ჭადრაკის კავშირის სახელითჱმოთამაშე ნურგიულ სალიმოვას (ბულგარეთი, 2415) გაეჯიბრება.
სხვა ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები ასე გამოიყურება:
33. ნინო ბაციაშვილი (2453) – 2.0 ქულა;
59. მირანდა მიქაძე (2266) – 1.5
62. ნანა ძაგნიძე (2513) – 1.5
80. მერი არაბიძე (2399) – 1.5
81. სალომე მელია (2393) – 1.5
108. სოფიკო ხუხაშვილი (2342) – 1.0
121. ეკატერინე ფიფია (1936) – 0.5
ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და მისი საპრიზო ფონდი 60 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს, 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მიიღებს.