კალათბურთი

0:30 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ესპანური “ბასკონიას” ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ, ნელ-ნელა სასურველ ფორმას იბრუნებს, რაც ევროლიგის საპლეიოფო სერიის წინ, მნიშვნელოვანი ამბავია.

ესპანეთის ლიგა ენდესა 27-ე ტურში თოკოს გუნდი “მორბანკ ანდორას” დაუხვდა და 84:82 იმარჯვა, ჩვენებურს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა და მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (19) ჰქონდა.
შენგელია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:19 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბასკონიამ” 20 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და “ბარსელონასა” და “რეალის” კვალად მე-3 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 აპრილს, შინ, “ფუენლაბრადასთან” ჩაატარებს.
მანამდე, 16 აპრილიდან შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგის მეოთხედფინალში, მოსკოვის ცსკა-სთან დაპირისპირებაში ჩაებმებიან.

0.110892