ფეხბურთი

21:05 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" მეხუთე გამარჯვება მიმდინარე სეზონში

ბათუმის "დინამომ" კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში "რუსთავი" 2:0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. რუსთავში გამართულ შეხვედრაში ბათუმელებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოსკენ გახსნეს - თავი ჯოვინო ფლამარიონიმ გამოიჩინა. მეორე ტაიმში კი საბოლოო ანგარიში თორნიკე გაფრინდაშვილმა 82-წუთზე დააფიქსირა.

შავიზღვისპირელებმა საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საწყის ორ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, წარმატებულად ასპარეზობენ და ექვს მატჩში ხუთი მოიგეს. "დინამოს" 16 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან. გიგა გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს "ლოკომოტივთან" 20 აპრილს გამართავს.

"რუსთავმა" კი მეხუთე მარცხი განიცადა და გუნდს ჯერ გამარჯვება არ აქვს მოპოვებული, შესაბამისად გუნდი ბოლო ადგილზე სამი ქულით იმყოფება. არმაზ ჯელაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას გორის "დილასთან" სტუმრად 20 აპრილს ჩაატარებს.

0.119943