უეფას ევროპა ლიგაზე 11 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რომელიც „არსენალისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირების დროს მოხდა, „მეთოფეების“ ხელმძღვანელობა იძიებს. სოციალურ ქსელში განთავსდა ვიდეო, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ აყენებს იტალიური გუნდის ფეხბურთელ კალიდუ კულიბალის შეურაცხყოფას ერთ-ერთი ინგლისელი გულშემატკივარი.
„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მსგავს საქციელს, გამოძიება აღნიშნულის შესახებ უკვე დაწყებულია და დამნაშავე მალე იქნება ნაპოვნი“, - ნათქვამია „არსენალის“ განცხადებაში, რომელიც ინგლისურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განათავსა.
„არსენალისა“ და „ნაპოლის“ მატჩი მასპინძელტა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა, განმეორებითი შეხვედრა კი ნეაპოლში, 18 აპრილს გაიმართება.