ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფალავნები მართავენ.
67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საჩინო დავითაიამ საფრანგეთის წარმომადგენელ იასინ ოზაის 6-4 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
ქართველი ფალავანი მერვედფინალში გერმანელ ერიკ ვეისს შეხვდება.
აქვე გეტყვით, რომ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ პოლონელ ბერტანეკთან 5-14 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.