კალათბურთი

23:35 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის ექვსიანები ბელგრადში

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ფინალური სერიის პირველი მატჩი ბელგრადში ჩაატარა და “ცრვენა ზვეზდასთან” 72:91 წააგო. ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში იყო, რომელიც 45:42 დასრულდა, დიდი შესვენების შემდეგ კი, სერბული გრანდი შეუჩერებელი იყო.

19 წლის ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მატჩი სწორედ მისი 2 სამქულიანით გაიხსნა, თუმცა, დარჩენილ დროში ჩვენებურს ქულთა მონაგარი აღარ გაუზრდია.
საბოლოოდ, გოგამ მოედანზე 18:19 წუთი გაატარა და 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 დაფარება მოაგროვა. ბითაძემ 3-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
ფინალის მე-2 შეხვედრას 14 აპრილს ისევ ბელგრადი უმასპინძლებს.

1.208713