ფეხბურთი

22:06 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში სადიო მანე და იურგენ კლოპი გამოარჩიეს

პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი "ლივერპულის" თავდამსხმელი სადიო მანე და დამრიგებელი იურგენ კლოპი გახდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

გასულ თვეში გერმანელი სპეციალისტის გუნდმა ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. სადიო მანემ კი აღნიშნულ შეხვედრებში სამი გოლი გაიტანა, სულ კი მიმდინარე სეზონში სენეგალელმა 41 მატჩში 20-ჯერ გამოიჩინა თავი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ლივერპული" პრემიერლიგაში პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" ორი ქულით უსწრებს და "ქალაქელებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

0.113296