ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ეტაპის მატჩების შემდეგ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი ჟოაუ ფელიშ სეკეირა დაასახელეს.
19 წლის ფეხბურთელმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოგებულ მატჩში (4:2) სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 15 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ფელიში "ბენფიკას" პირველ გუნდში რიგებში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს.