რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველი შეხვედრის მსგავსად, იაკობ ქაჯაიამ მეოთხედფინალშიც იმარჯვა. ქართველმა სპორტსმენმა აშკარა უპირატესობით 10-0 მოუგო პოლონელ კრაევსკის და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსთა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ და ოლიმპიური პრიზიორ სერგეი სემიონოვს დაეჭიდება.
ნახევარფინალები 18:00 საათიდან დაიწყება.