ფეხბურთი

13:37 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე უზბეკეთში გამოარჩიეს

შოთა არველაძე უზბეკეთში გამაორჩიეს. ქართველი სპეციალისტი, რომელიც ტაშკენტის „ფახთაქორს“ უდგას სათავეში ადგილობრივი ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მწვრთენლად დასახელდა.

„ეს არის ჯილდო, რომელიც მთლიანად გუნდისაა და ძალიან ვამაყობ. რთული, მაგრამ შესანიშნავი თვე იყო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თვის გუნდი ვართ, როგორც სამწვრთნელო შტაბი, ისე ფეხბურთელები“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

„ფახთაქორმა“ მარტში უზბეკეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო. მიმდინარე სეზონი კი, წარმატებით დაიწყო და სამი ტურის შემდეგ 9 ქულით პირველ ადგილზეა.

0.121593