ჩოგბურთი

23:50 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ჩოგბურთელები წინ მიიწევენ

ქართველი ჩოგბურთელები სოფო შაფათავა და მარიამ ბოლქვაძე წარმატებულად ირჯებიან პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

შაფათავამ გერმანელი რომი კოელცერი 2:6, 6:4, 7:6 (7:5) დაამარცხა და მეოთხედფინალში უკრაინელ ანასტასია შოშინას გაეჯიბრება.
ამავე ეტაპზე მე-4 განთესვის მქონე ესპანელ კრისტინა ბუკსასთან ჭიდილი მოუწევს მე-5 რეიტინგით მოთამაშე ბოლქვაძეს, რომელმაც დღეს ლატვიელ დანიელა ვისმანეს 6:3, 6:0 მოუგო.
წყვილთა შეჯიბრში შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა მოლდოველ მარიამ ახალაიასა და პოტუგალიელ ინეს ოლივეირას 6:1, 6:1 სძლიეს და მეოთხედფინალში ესპანელებს – ბუკსასა და პარიზას-დიაზს ეთამაშებიან.
ბოლქვაძემა და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა მე-4 ნომრად განთესილი გერმანულ-რუსულ დუეტი (ჰეისენი-პრიბილოვა) დაჯაბნეს (6:0, 6:3) და მე-2 წრეში გერმანელებს (კლასენი-კოელცერი) დაუპირისპირდებიან.

0.137523