ფეხბურთი

21:07 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკოს" კავანის დამატება სურს

ურუგვაის ეროვნული ნაკრების და "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ შესაძლოა კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, "როხიბლანკოსი" მზადაა დიეგო კოშტა გაასხვისოს და მის ნაცვლად სამხრეთამერიკელი დაიმატოს.

კავანი პსჟ-ში 2013 წელს "ნაპოლიდან" გადავიდა. ედინსონი საფრანგეთის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, ხოლო ლიგა 1-ის ბომბარდირი - ორჯერ. კავანის სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 10 მილიონით შემცირდა და ამჟამად 50 მილიონ ევროს შეადგენს.

0.127649