სხვა

19:31 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაძის მცირე ოქრო და მეორე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცში მცირე ოქრო მოიპოვა, ხოლო ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა. 89 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში დავითაძემ 164, 167 და 170 კილოგრამი აწია, ბოლო ცდა კი 23-წლამდელებს შორის საუკეთესო გახლდათ.

აკვრაში რევაზმა პირველ ცდაზე 194 კილოგრამი დაიმორჩილა, თუმცა მეორე ცდაზე 199 ვერ აწია. ამის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა წონა 200-მდე აწიეს, რაც დავითაძემ დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 370 კილოგრამით დროებით პირველ ადგილზე გადავიდა. გამოსვლა დაწყებული არ ჰქონდა სომხეთის წარმომადგენელ ჰაკობ მიკირტიჩიანს, რომელმაც ასპარეზობა აკვრაში 201 კილოგრამით დაიწყო. ატაცში მიკირტიჩიანს 164 ჰქონდა დაფიქსირებული და 201 კილოგრამის აწევით მეორე ადგილი გაინაღდა. ამის შემდეგ კი სომხეთის წარმომადგენელმა 207 შეუკვეთა, აწია (ჯამში 371) და ევროპის ჩემპიონი გახდა.

რევაზ დავითაძემ გასულ წელს ბუქარესტში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო აშხაბადში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბათუმში კი დავითაძემ ორი ვერცხლის და ერთი ოქროს მედალი დაიმსახურა.

0.118456